logo
ENG



თბილისში "სპარის" თანამშრომელი დაჭრეს - ბრალდებული დაკავებულია

27 იან 202023:22
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „სპარში“, მაღაზიის თანამშრომელი დაჭრეს. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "სპარის" თანამშრომელს თავს დაესხნენ. მსგავსი ფაქტი 30 დეკემბერსაც მოხდა. ახალგაზრდა კაცი, თითქმის 3-კვირიანი მკურნალობის მიუხედავად გარდაიცვალა. 

 


close დახურვა